მცხეთის მუნიციპალიტეტში საზაფხულო სკოლა იხსნება (ფოტოკოლაჟი)

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუქნციური ცენტრის ინიციატივით, 8 ივლისიდან „საზაფხულო სკოლა“ იხსნება.

„სკოლაში შექმნილია სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემო, საკლასო ოთახები აღჭურვილია ახლადშეძენილი, შესაფერისი, თანამედროვე სასწავლო ავეჯით, ინვენტარით, მდიდარი ბიბლიოთეკით. სასწავლო პროცესს წარუძღვება ნიჭიერი, შემოქმედებითი, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით მომზადებული მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი. ჩვენთან მოსულ ბავშვებს დახვდებათ შესაბამისი გარემო იმისათვის, რომ სწავლის პროცესი საინტერესო და, ამავდროულად, სახალისო გახდეს“, – აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები