სუს-ის უფროსი ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცეადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.
მხარეებმა, ასევე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.