კახა კალაძე: “ქართუ ფონდი” თავის თავზე იღებს 20 ივნისს დაზარალებულთა მკურნალობას, რაზეც მინდა, მადლობა გადავუხადო

თბილისის მერი, კახა კალაძე 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში გამგზავრება და მკურნალობა. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების თაობაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში გამგზავრება და მკურნალობა. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრს ვეხმარებით, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზე არც მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ. მით უფრო, სრულიად მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე მოვისმინე „ქართუ ფონდის“ განცხადება. თავის თავზე იღებს დაზარალებულთა მკურნალობის სრულ ხარჯებს, რაზეც მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები