ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი – ზაზა გაბუნია თემქაზე ავშნის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„მე მოსახლეობას თავიდანვე დავპირდი, რომ გვექნებოდა აქტიური კომუნიკაცია და მოხარული ვარ, რომ ამას ორმხრივად ვახერხებთ. ამ ტიპის შეხვედრები, მე – როგორც მათ მიერ არჩეულს – მაძლევს შესაძლებლობას, უფრო კარგად დავინახო საკითხები, რომელთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მოსახლეობამ მას ავშნის ქუჩაზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების გამო მადლობა გადაუხადა და ახალი საჭიროებები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები