,,ფეისბუქი” შეფერხებით მუშაობს

სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „ვოტსაპის“ მომხმარებლები იუწყებიან, რომ ზოგიერთ პოსტზე ფოტო არ ჩანს, მაგრამ გვერდის ჩატვირთვა მაინც შესაძლებელია.

მონიტორინგის ვებგვერდ Down Detector-ის ცნობით, შეფერხება მთელ მსოფლიოში ფიქსირდება, თუმცა ხარვეზი ყველაზე მძიმედ შეეხოთ მომხმარებლებს აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც.

“ფეისბუქის” პარალელურად, იგივე ხარვეზი “ვოტსაპშიც” გამოჩნდა. სამესიჯო აპლიკაციაში მომხმარებლებს ფაილების გაგზავნის პრობლემა აქვთ.

პრობლემასთან დაკავშირებით, “ფეისბუქს” კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები