პარლამენტთან აქცია განახლდა
პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი მე-14 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
აქციაზე შეკრებილებს ორგანიზატორები მიმართავენ. ხვალ კი პარლამენტის შენობის წინ, კონცერტი გაიმართება, სადაც მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები გამოვლენ.
რუსთაველის გამზირზე, ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.