სანდრო ბრეგაძე: „გეი აღლუმი“ არ ჩატარდება, თუ როგორ არ ჩატარდება, მოდი, ეს სიურპრიზად დავტოვოთ ყველასთვის

სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ ვერის ბაღში განაცხადა.

„დღეს არავის, არც ერთ ქართველს არ აქვს უფლება რომ განზე გადგეს. ლევან ვასაძის გამარჯვება არის ჩვენი გამარჯვება, მისი დამარცხება არის ჩვენი დამარცხება. გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. შეწინააღდმეგების მეთოდები იქნება მშვიდობიანი, შემიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ეს გითხრათ.

მინდა, მივმართო უმცირესობების წარმომადგენლებს – ესე ჩუმად შეკრება, ორ-ორი კაცით და შემდგომში თავიანთი სპონსორებისთვის იმის ჩვენება, რომ თითქოს რაღაცას ატარებენ, მათთვისაც თავის მოტყუებაა და სპონსორებისთვისაც. ტყუილად გადაყრიან იმ ფულებს, რომელსაც მათ ურიცხავენ“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, საამაყოა ის, რომ საქართველოში „გეი აღლუმი“ არ ჩატარებულა. როგორც ბრეგაძე აცხადებს, არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდეს. თუ რა გზებს მიმართავენ მათთვის ხელის შესაშლელად, ბრეგაძე არ ახმოვანებს და ამბობს, რომ ამას სიურპრიზად დატოვებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს თუნდაც 1 % შანსი იმისა, რომ საქართველოში „გეი აღლუმი“ ჩატარდეს. საქართველო დარჩება ქრისტიანულ ქვეყანა, სადაც „გეი აღლუმი“ არ ჩატარებულა და ჩვენ ამით ვართ ამაყები. კარგად იცით, რომ განსაკუთრებული აქტივობებით ამ დღეებში არ გამოვირჩეოდით, ეს ერთი შეხედვით, მაგრამ მეორეს მხრივ, ყოველდღიურად ვმუშაობდით. ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ. შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ „გეი აღლუმი“ არ ჩატარდება, თუ როგორ არ ჩატარდება, მოდი, ეს სიურპრიზად დავტოვოთ ყველასთვის, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები