„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ერთ-ერთი მოქალაქისგან ლგბტ ფერების ფარდის ჩამოხსნას ითხოვდნენ (ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, სადაც, მათი თქმით, ლგბტ აქტივისტების დროშა იყო გადმოფენილი.

როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა უთხრეს, ეს არ იყო დროშა, ეს იყო ფარდა, რომელიც მოქალაქემ ჩამოხსნა. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეები ფარდის გადაცემას მოითხოვენ, რადგან კორპუსის წინ სურდათ დაწვა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რადგან მოქალაქემ ფარდა ჩამოხსნა, აქცია დაიშალა.

აქციის მონაწილეებმა ვერის ბაღში გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები