სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გამოჩენას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ

„მამაო, დაგმე რუსეთი“ – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან დეკანოზ გამოჩენას შეხვდნენ.

​დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, თუკი შესაძლებლობა მიეცა, გეგმავს რუსეთის დელეგაციასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„თუ მომეცა საშუალება, ვიტყვი, რომ რაც მან განაცხადა, არ არის შესაფერისი მართლმადიდებელ ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მოქალაქეები რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიებაში რუსული დელეგაციის მონაწილეობას აპროტესტებენ.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები