პარტია „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქციას მართავს

პარტია „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებენ.
მათი ინფორმაციით, გავრილოვს არ აქვს უფლება, საქართველოში იმყოფებოდეს.
ისინი სტუმრებს შეძახილებითა და სტვენით აცილებენ. გარდა ამისა, მათ ხელში პლაკატები ტრანსფარანტები უკავიათ წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“ .
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
ამ წუთებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა იმართება. ასამბლეა ავლაბრის ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღებით გაიხსნება, სხდომები კი საქართველოს პარლამენტში გაიმართება.
რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის თემაა – “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”.
ღონისძიებაში 23 ქვეყნის დეპუტატები მონაწილეობენ, მათ შორისაა გენერალური ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი და რუსეთის დუმის დეპუტატი – სერგეი გავრილოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები