ავთო ცინცაძის ორგანიზებითა და “დახმარების ხელის” ინიციატივით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

საქველმოქმედო ჯგუფის – “დახმარების ხელის” (Helping Hand) ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, ავთო ცინცაძის ორგანიზებით ჯგუფის მოხალისეები “ბერი ანდრიას სახელობის ფონდს” ესტუმრნენ. როგორც “დახმარების ხელის” დამაარსებელმა, შორენა მოსიძემ აღნიშნა, ამერიკაში ქართველი ემიგრანტების დახმარებითა და შემოწირულობით ბერი ანდრიას დედას საჭირო პროდუქციით დაეხმარნენ.
“5 წლის წინ დავაარსე საქველმოქმედო ჯგუფი, ქართველი ემიგრანტები ვაგროვებთ გარკვეულ თანხას და მონაწილეობას ვღებულობთ სხვადასხვა ღონისძიებაში. ერთ-ერთი ბოლო აქტივობა იყო ბერი ანდრიას დედასთან სტუმრობა. საჩუქრები მივუტანეთ ბავშვებს, სათამაშოები და მათთვის საჭირო პროდუქტი. ამ ღონისძიების განხორციელებაში ავთო ცინცაძემ გაგვიწია კურირება. შემდეგ ვიყავით “კათარზისშიც“, სადაც მოხუცები გავახარეთ.
მინდა, ავღნიშნო ისიც, რომ ​გვყავს კურიერები საქართველოს რეგიონებში და როდესაც მე აქ არ ვიმყოფები, თვითონ ახორციელებენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამერიკაში ​მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ემიგრანტების შემოწირულობით ვახორციელებთ ამგვარ ღონისძიებებს”, -განაცხადა შორენა მოსიძემ. 
საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატმა, ავთო ცინცაძემ საქველმოქმედო ჯგუფის დამფუძნებელსა და ქართველ ემიგრანტებს მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმება.
“დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზაციის დამფუძნებელს, ქალბატონ შორენას და ყველა იმ ემიგრანტს, ვინც ამ კეთილ საქმეში იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვიყავით “ბერი ანდრიას სახელობის ფონდში”. მათ შესაბამისი დახმარება გავუწიეთ. მომავალში ვგეგმავთ, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ამ ჯგუფთან. ამის მერე უფრო მეტი კეთილი საქმეების გაკეთებას შევძლებთ”, – აღნიშნა ავთო ცინცაძემ.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები