ვასაძის თანამოაზრეები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

„თბილისი პრაიდის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები, ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
ლევან ჩაჩუას თქმით, ისინი სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ არ დაუშვას საქართველოში „პრაიდის“ ჩატარება.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი ჯგუფი.
როგორც ცნობილია, ორგანიზატორების ოფისში არ იმყოფებიან. მათ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შენობა დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები