საქართველოში აშშ-ის საელჩო “პრაიდის” კვირეულთან დაკავშირებით თანამშრომლებს ურჩევს, შეკრების ადგილებს მოერიდონ
საქართველოში აშშ-ის საელჩო “პრაიდის” კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თავის თანამშრომლებს ურჩევს, ხალხის შეკრების ადგილებს თავი აარიდონ.
„ლგბტქი-ს თემის წევრები და მათი მხარდამჭერები შაბათს, 22 ივნისს გეგმავენ აღლუმისა ან/და საზოგადოებრივი ღონისძიებების გამართვას ღირსების კვირეულის აღსანიშნად. ჩვენ ველოდებით, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა, მოიზიდოს ხალხის დიდი რაოდენობა. ეს არის პირველი წელი, როდესაც საქართველოში “ღირსების კვირეულთან” დაკავშირებით საზოგადოებრივი ღონისძიებები იგეგმება. წარსულში ამ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების თვითგამოხატვასთან დაკავშირებულ საჯარო ღონისძიებებს კონტრდემონსტრაციის მონაწილეების მხრიდან ცხელი და ზოგჯერ ძალადობრივი ქმედებები მოჰყვებოდა, რის შედეგად დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა პირადი საკუთრება. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ვურჩევთ, მოერიდონ ნებისმიერ ადგილს, სადაც ბევრი ხალხია შეკრებილი“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.