სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარები ონლაინპლატფორმის – AgroNet შესაძლებლობებს გაეცნენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარები ონლაინპლატფორმის -AgroNet, შესაძლებლობებს გაეცნენ. დაინტერესებული მხარეებისთვის შეხვედრა პროექტის „სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინპლატფორმის შექმნით – AgroNet ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებითა და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.
პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში სავაჭრო შესაძლებლობების გაძლიერება და მოდერნიზება თანამედროვე ინოვაციური ონლაინპლატფორმის AgroNet შექმნითა და პილოტირების გზით.
პროექტის განმახორციელებლები არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები: ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა (ELVA), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო (VEDA) და სმარტ განვითარების ცენტრი (SMART). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტსა და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები