ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0153 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7870 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.8023 ლარი ღირდა.
0.0131 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.1078 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1209 ლარი იყო.