აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე დავითაძე შეასრულებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე დავითაძე დაინიშნა.
გადაწყვეტილება გუშინ ამავე თანამდებობაზე მყოფი ბაგრატ მანველიძის დაკავების შემდეგ იქნა მიღებული.
დავითაძე მინისტრის მოადგილედ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს დაინიშნა.

ცნობისთვის, გუშინ აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები – საქმე „იაფი სახლის“ პროექტსა და დაკარგულ ასობით ათას ლარს ეხება.

პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე, სხვა თანამშრომლებს – ყველას, ვინც წარსულში სატენდერო კომისიაში იყო ჩართული, თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები