საქსტატი: წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ-ს ზრდამ 5.1% შეადგინა

“წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ხოლო რაც შეეხება 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურ ზრდას – ​მათივე ცნობით, ეს 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
“2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობაში”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://www.geostat.ge/media/24137/ekonomikuri-zrda_31.05.2019-%28geo%29.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები