საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, პირდაპირ ავიარეისებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შეასრულებს.
პირველი ფრენა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივლისს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.
უზბეკეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანლის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, უზბეკეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები