რა გახდა ტყიბულში მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი

ტყიბულის საავადმყოფოში N1 საჯარო სკოლის სხვადასხვა ასაკის 17 მოსწავლე მიიყვანეს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მოსწავლეებმა მას შემდეგ იგრძნეს თავი შეუძლოდ, რაც სკოლის დამლაგებელმა იატაკი ხსნარით მოწმინდა.
მოსწავლეებიდან ზოგიერთს თავბრუს ხვევა და სუნთქვის უკმარისობა დაეწყო.
როგორც „კვირას“ ტყიბულის რეგიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, იური ელიაშვილმა განუცხადა, თავდაპირველად, სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფოს ბრიგადამ 10 მოსწავლე მიიყვანა, ამის შემდეგ 7 მოსწავლე კლინიკაში თვითდინებით მიიყვანეს.
„მოსწავლეებს გაურკვეველი ეპილოგიური ალერგიის ფონი აღენიშნებოდათ – ზოგიერთს თავბრუსხვევა, ზოგს – სუნთქვის უკმარისობა და ზოგიერთს – ტანზე გამონაყარი და ქავილიც. ყველა მათგანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ამჟამად, კლინიკაში 2 მოსწავლე რჩება, დანარჩენები კი სახლში გაეწერნენ. სავარაუდოდ, დღეს საღამოს ორივე პაციენტი კლინიკას დატოვებს. როგორც სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მითხრეს, დამლაგებელმა იატაკი ხსნარით მოწმინდა. თუმცა, როგორც გავიგე, იმავე ხსნარით დამლაგებელი სხვა დროსაც წმენდს იატაკს. რა მოხდა ამ შემთხვევაში, უცნობია“, – განუცხადა „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, იური ელიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები