2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,6 მლნ მოგზაური შემოვიდა

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, – ამის შესახე ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით არის გაზრდილი.
2019 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ ერთ მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 67.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 პროცენტიან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 292.9 ათასი, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 3.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 48.0 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 34.8 პროცენტს შეადგენს.
2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და ქვემო ქართლში, შესაბამისად, 670.1 ათასი და 273.0 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.
2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.7 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 14.4 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 79.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.
2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები