ხაშურში 60 წლამდე ქალი საკუთარ სახლში სავარაუდოდ მოკლეს

ხაშურში 60 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი, თავდაპირველად, შვილმა ნახა. ქალს ყელის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მეზობლები ერთ-ერთ ვერსიად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ.  მათი თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ხმაურის ხმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში რძალსა და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები