თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხებათ:
 
10 საათიდან 18 საათამდე: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭანტურიასა და ათონელის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლებისა და ორთაჭალის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძისა და ზურაბ ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, მიცკევიჩისა და ბაგრატიონის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის, შუამთისა და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, მეკოკიშვილისა (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვეკუასა (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზამბარელის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, შირაქის, დოესის, ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, ცუცხვათისა და ზინდისის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ურიცკის, გუმბრის, ტირიფონის, ბუხაიძის, კუმისის, თვალჭრელიძის, ანთელავას, თოიძის, ჩაისუბნისა და გედევანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები