აფბა-ს პრეზიდენტი: მომეწონა ნათია თურნავას ხედვა, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების არსებული სტრატეგია განახლდება

საქართველოს ეკონომიკაში გვაქვს ბევრი გამოწვევა, მაგრამ პირადად ჩემთვის მინისტრთან შეხვედრაზე ძალიან საინტერესო იყო მისი მხრიდან აქცენტირებულად ყურადღების გამახვილება კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, რადგან ამ სექტორის განვითარების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარება, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განაცხადა.

გულბანმა ეკონომიკის ექსპერტებთან და მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნათია თურნავას ინიციატივით გამართულ შეხვედრაში. დარგის წარმომადგენლებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

„მე მომეწონა ნათია თურნავას ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება კაპიტალის ბაზრის განვითარების არსებული სტრატეგიის განახლება. შესაბამისად, მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელებასთან ბმაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გატარებული” – განაცხადა შოთა გულბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები