მარნეულის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, დაახლოებით, 50 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

,,ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი.

მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები