გორში, ანტინატო-ს აქციაზე, მხოლოდ 9 ადამიანი მივიდა
გორში, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღინიშვნის პარალელურად, სტალინის ბაღში, გორის “კომუნისტური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ.
ისინი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, ნატო-ს წინააღმდეგ დაანონსებულ კომუნისტურ აქციაზე მხოლოდ 9 ადამიანი მივიდა.
აქცია ხალხის სიმცირის გამო ჩაიშალა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მხარდამჭერები ქუთაისიდან შეუერთდებიან.
ფოტო: „რუსთავი 2“