ახალციხეში, ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალა
შს სამინისტრომ ახალციხის ერთ-ერთ ტოტალიზატორში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ახალციხეში, ერთ-ერთ ტოტალიზატორში, 53 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სკამიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.