თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ნინო ოკრიბელაშვილი სამეცნიერო, ნინო გვენეტაძე კი სასწავლო მიმართულებებს უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
მათივე განმარტებით, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1997 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და წლებია, მედიცინის ფაკულტეტზე ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მას აქვს სამეცნიერო, პედაგოგიური, საექსპერტო გამოცდილება. ნინო გვენეტაძეს, სხვადასხვა დროს, აკადემიური თანამდებობები ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც 2007-2015წწ. პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ხელმძღვანელი იყო.
2015-2018 წწ. კი ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
ნინო ოკრიბელაშვილსა და ნინო გვენეტაძეს აქვთ დიდი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება, არიან არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორები.