ლარი კვლავ გაუფასურდა 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0136 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7384 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7248 ლარი ღირდა.
0.0155 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.0665 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0510 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები