ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0165 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7248 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7083 ლარი ღირდა.
0.0191 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.0510 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0319 ლარი იყო.