„სადახლოზე“ მანქანის სამალავში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის – კ.ტ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილი სამალავში არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,409,99 ლარი შეადგინა.
„საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით 11 409,99 ლარის ოდენობი ფულადი ჯარიმა შეეფარდა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები