მარნეულში საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტზე 3 პირი – 1994 წელს დაბადებული მ.ნ., 1996 წელს დაბადებული ე.ა. და 1994 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საძოვრიდან მოქალაქის კუთვნილი 11 ცხვარი მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მიკროავტობუსით მიმალვას ცდილობდნენ. ბრალდებულებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა სამივე ადგილზე იქნა დაკავებული.
პოლიციამ ნაქურდალი ცხვრები მეპატრონეს დაუბრუნა.
გამოძიება ქურდობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მარნეულში პირუტყვის ქურდობის კიდევ 2 ფაქტი გახსნეს. 14 ცხვრის ქურდობაში მხილებულია 5 პირი – 2002 წელს დაბადებული ქ.კ., 1998 წელს დაბადებული ა.მ., 1999 წელს დაბადებული რ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.კ. და 2002 წელს დაბადებული ე.კ. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ცხვრები მეპატრონეებს დაუბრუნეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები