“ეშმაკები მყავდა, ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღაცებს” – რას აცხადებს ყანდაურაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში შვილის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული, 85 წლის ომარ გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს.
“ეშმაკები მყავდა, ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღაცებს. მე არ გავსამართლდები. არ მინდა გასამართლება. იმდენი უბედურება მაქვს გადატანილი, რა უნდა მომისაჯონ. არ მომიკლავს არავინ. შემახვედრონ პირისპირ იმ ადამიანებს და პოლიციელებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ იარაღს ვისროდი და ხალხის ვხოცავდი“, – განაცხადა ომარ გამყრელიძემ.
85 წლის ომარ გამყრელიძის აღკვეთის ღონისძიებაზე თელავის რაიონული სასამართლო მსჯელობს.
გამყრელიძემ მოსამართლის აცილება და საქმის თბილისში განხილვა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები