პოლიციამ იყალთოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.კ.-მ, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1977 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან 2 საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები