ნათია თურნავამ და შეიხმა, მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და RPM W.L.L..-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და შეიხმა, მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ მოაწერეს. ​

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, კორპორაცია RPM W.L.L.. დაინტერესებულია, საქართველოში განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ნავთობისა და გაზის გადამუშავებასა და სხვ. კორპორაციამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ინტერესიც გამოხატა. ​

მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები