„საპარტნიორო ფონდს“ სავალუტო ფონდის მისია ეწვია

„საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები და საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი, ფრანსუა პანშო ესწრებოდნენ.
​როგორც “კვირას” „საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა მისიის წევრებს ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული „საპარტნიორო ფონდის“ ვალდებულებების შესრულება, ასევე, მომავალი წლის პროგრამისთვის რამდენიმე ცვლილების წინადადება განიხილეს. საპარტნიორო ფონდმა სსფ-ს ბოლო 6 თვის განმავლობაში პროექტებში ინვესტიციებსა და პროექტების დასრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი რამდენიმე პროექტში ფონდის სამომავლო მონაწილეობის პერსპექტივებს შეეხო.
„საპარტნიორო ფონდის” მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სსფ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. თავის მხრივ, სსფ-ის მისიამ „საპარტნიორო ფონდს” რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი რეკომენდაციები ფონდის ეფექტიან საქმიანობას ხელს შეუწყობს.
სსფ-ს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანი მართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები