ლევან მურუსიძე შალვა შავგულიძეს: თქვენ სცადეთ, პოლიტიკაში ჩართოთ სასამართლო კორპუსი

მე როგორც მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, დავიცვა სასამართლო პოლიტიკისაგან, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორაცია, თუ რა ხდება რეალურად სასამართლოში.

„ბატონო შალვა, მე გულწრფელად გეტყვით, თუ რამ გამოიწვია ჩემი გააქტიურება. მე, როგორც მოსამართლე, აბსოლუტურ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი წლების განმავლობაში, საერთოდ არ ვეხებოდი თემებს. ჩემ გარშემო წავიდა პიარი, რომ სასამართლოში არის კლანი, ის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც ახლა თქვენ ხართ გაერთიანებული – მათ დაიწყეს საუბარი, რომ თურმე გირგვლიანის საქმეში მთავარი დამნაშავე ყოფილა ლევან მურუსიძე. შესაბამისად, მე როგორც შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ამ საქმეში ჩააბეს სასამართლო და შესაბამისად სასამართლო ჩაითრიეს პოლიტიკაში. მე იძულებული გავხდი და როგორც მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, დავიცვა სასამართლო პოლიტიკისაგან. მე ვერ დავტოვებ უყურადღებოდ იმას, როდესაც საუბრობენ, რომ სასამართლოში არის კლანი, როდესაც პოლიტიკოსები პირდაპირ ლანძღავენ მოსამართლეთა კორპუსს და დღეს იქნებ საზოგადოებას გავაგებინოთ, რა ხდებოდა რეალურად ამ საქმეში.

თქვენთან მიმართებაში ვთქვი ასეთი რამ – აბსოლუტურად არ მაინტერესებს ბატონი შალვა რომელ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანდა – ეს მისი საქმეა, მაგრამ იმის მიზეზად რომ იყენებს ჩემს სახელს, ამბობს, რომ მურუსიძის გამო იძულებული გახდა საქართველოში აღადგინოს სამართლიანობა და გაერთიანდეს კონკრეტულ პარტიასთან – ჩემი სახელის ხსენება გახდა ჩემთვის პრობლემა.

თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ პოლიტიკაში არ გაერიათ, – მე, როგორც მოსამართლე მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ჩემი ვალდებულებაა, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და როგორც მოსამართლის, რომ დავიცვა სასამართლო კორპუსი და თუ მე ჩემი თავი ვერ დავიცავი, ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. ამიტომ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს სასამართლო ჩაება პოლიტიკაში ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის თქვენი პოლიტიკოსების ბრალი“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები