ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი 1-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ივანე მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან – ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან – ენტონი მაკდონალდთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან -სკოტ დოუსონთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან – ვერნერ ლიპახთან.
ფინანსთა მინისტრი, ასევე, დაესწრება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიას.
შედგება ორმხრივი შეხვედრები როგორც ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან/მმართველებთან, ისე – სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამ დროიდან, ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტები როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო სექტორში.
სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამა.
დღეის მდგომარეობით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები