შსს-მ სალომე ზურაბიშვილის “ტვიტერის” გვერდზე კიბერთავდასხმის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის “ტვიტერის” გვერდზე კიბერთავდასხმის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება“,- აცხადებენ შსს-ში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ის “ტვიტი” გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს – ჯო ბაიდენს „მძინარას” უწოდებს. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხეს კიბერთავდასხმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები