„სადახლოსა“ და „წითელ ხიდზე“ 10 000 ღერამდე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთეს.
„მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 8,880 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და, სანქციის სახით, ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები