ქუთაისის აეროპორტში, „სადახლოსა“ და „მტკვარზე“ 26 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სადახლო-საავტომობილო“, „მტკვარი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.
„ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 25,357.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 274.54 გრამი) გამოავლინეს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები