იტალიაში საქართველოს მოქალაქე, რომელიც საღეჭი რეზინის მოპარვისთვის დააკავეს, პოლიციას “შპრიცით” ემუქრებოდა

იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინის მოპარვის ბრალდებით ქალაქ ბარიში დააკავა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მაღაზიის ავტოსადგომზე დააკავა. ჩხრეკისას ეჭვმიტანილმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. მამაკაცი შპრიცით იმუქრებოდა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები