საქსტატი: მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მიმდინარე წლის მარტის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.

„წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტით განისაზღვრა“,- აცხადებენ საქსტატში.

მათივე ცნობით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2019 წელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები