კახეთში მამამ შვილი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი ცივი იარაღით მოკლა.
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
მათივე თქმით, მამასა და შვილს სიტყვიერი შელაპარაკება ხშირად ჰქონდათ. მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები