ორთაჭალაში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

ორთაჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავდნენ მგზავრები, ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული, 33 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები