თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევისას ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის და 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები