უკრაინის მოქალაქეს, იულია სუსლიაკს, რომელსაც ტრეფიკინგის ბრალდება ჰქონდა წაყენებული, პატიმრობა შეეფარდა

უკრაინის მოქალაქეს, იულია სუსლიაკს, რომელსაც ტრეფიკინგის ბრალდება ჰქონდა წაყენებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე მაკა გველესიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოიტანა. შედეგად, მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატი სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 20 ივლისს ჩაინიშნა. მოსამართლემ, გადაწყვეტილების გამოცხადებისას, სხდომა გახსნა და მედიას დასწრების უფლება მიეცა.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან ოთხი 2017 წელსაა დაბადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები