თემქაზე, მ. გურამიშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში 7 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თემქაზე, მ. გურამიშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში 7 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საავადმყოფოს პედიატრის, ლუიზა ჩილაჩავას განცხადებით, პაციენტი გუშინ გარდაიცვალა, თუმცა პედიატრმა დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი არ გააკეთა.
„გავიგე, რომ გუშინ პაციენტი გარდაიცვალა. გუშინ ვისვენებდი და ჩემი მორიგეობა არ იყო, სხვა იყო მორიგე. თუმცა, დეტალები ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს ლუიზა ჩილიჩავა, რომელმაც პაციენტის მკურნალი ექიმისა და კლინიკის ხელმძღვანელის ვინაობა არ გაამხილა და როგორც განაცხადა, საკონტაქტო ნომრებიც „არ იცოდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, პატარა გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კლინიკაში ჩვილი მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.