ლარი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7007 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6984 ლარი ღირდა.
0.0179 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0067 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0246 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები