“ჩერნოვეცკის” ფონდი: 76 წლის მანანა ხაკკი ძილის წინ ლოცულობს, რომ მეორე დღეს არ გაიღვიძოს

“76 წლის მანანა ხაკკი მარტოხელა ქალბატონია. იგი ართროზით არის დაავადებული, პრაქტიკულად, ვერ გადაადგილდება, დაქვეითებული აქვს მხედველობა.  ძილის წინ იგი ლოცულობს, რომ მეორე დღეს არ გაიღვიძოს. აი, ასეთ სავალალო მდგომარეობამდეა მისული ეს ადამიანი, რომელსაც ჭიქა წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს. მისი ცხოვრება მოიცვა ბურუსმა, სიღარიბემ და უიმედობამ. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს მას ყურადღებას. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მას, ვანუგეშოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე”, – აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

ფონდის წარმომადგენელი მანანა ხაკკის ესტუმრა და რამდენიმე კითხვის მიმართა:

-ქალბატონო მანანა, მარტო როგორ უმკლავდებით პრობლემებს?

მანანა ხაკკი: საქმე ის არის, რომ ვერ ვერ ვუმკლავდები. ვცხოვრობთ ერთოთახიან ბინაში და საწოლიდან რომ სამზარეულომდე მივიდე,  20 წუთი მჭირდება. ძალიან მიჭირს სიარული. მინდა, რომ მოვკვდე და  გავთავისუფლდე ტანჯვისგან. ძვლების საშინელი ტკივილები მაქვს, ერთი თვალით ვერ ვხედავ, ძალიან განვიცდი ჩემს უმწეო მდგომარეობას…

-რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს?

მანანა ხაკკი:  პენსია და სოციალური შემწეობა 60 ლარის ოდენობით. 25 ლარს ყოველდღიურად ვიღებ უსინათლოთა საზოგადოებიდან. ეს არის ჩემი შემოსავალი. პენსია წამლებზე მეხარჯება. მოგეხსენებათ, თვალის წამლები ძალიან ძვირი ღირს. დაახლოებით, 200 ლარია თვეში საჭირო.

-გეხმარებათ ვინმე?

მანანა ხაკკი:  “ჩერნოვეცკის” ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამა მეხმარება. მოდის ექთანი, მიკეთებს ნემსებს, ალაგებს ბინას, მამარაგებს წამლებით…

-ეს ნაქირავები ბინაა?

მანანა ხაკკი:  დიახ. როგორც სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, მერია იხდის ბინის ქირას.

-თუ მიმართეთ დეპუტატს დახმარებისთვის?

მანანა ხაკკი:  რამდენიმე წლის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს ბექა ოდიშარიას შეგვხვდა ამომრჩევლებს. ოქროს მთებს გვპირდებოდა. რომ საუბრობდა, მე მიყურებდა და მერე ხალხი მეუბნებოდა: „მანანა, გეშველა! ეს ადამიანი გადაჭრის შენს პრობლემებსო…“

-რატომ დაგჭირდათ ბინის ქირაობა?

მანანა ხაკკი: ჩემი ბაბუა იყო ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი. ხაკკი – ეს ფსევდონიმია მისი, რომელიც შემდეგ გვარი გახდა. ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. ბინა გვქონდა თბილისის ცენტრში. გათხოვილი არ ვყოფილვარ. 90-იან წლებში ძალიან გაგვიჭირდა. მშობლები ავადმყოფობდნენ. არ მქონდა მკურნალობის, საკვები პროდუქტების შეძენის საშუალება და გავყიდე ბინა. მას შემდეგ სულ ნაქირავებში ვცხოვრობ.

-პროფესიით ვინ ბრძანდებით?

მანანა ხაკკი: ინჟინერი ვარ. სამშენებლო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი. მეგობრები მყავს, მაგრამ ვერ ახერხებენ გამოსვლას ცუდი ჯანმრთელობის გამო, ხანდახან მირეკავენ… კიდევ კარგი, რომ ვიღაცას მაინც ვახსოვარ!

“მეგობრებო, დაეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალბატონს! იგი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს. ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება.  თანხა შეგიძლიათ, გადარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანანა ხაკკი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც “, – აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები