ნათია თურნავა: ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერმინისტრის მოადგილესთან, ჟენის კასემბეკთან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხი განიხილა.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ფლაიასტანა”-ს სურვილი აქვს, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის განხილვაც ყაზახეთის მხარესთან დაიწყო.

,,ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის განხილვაც დავიწყეთ და ალბათ მალე მივალთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, არის ფრენების დივერსიფიკაცია. ჩვენც ასევე დაინტერესებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასეთი ტიპის ფრენებს ემსახურება, უფრო მეტად დავტვირთოთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები